LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავის ცენტრში ძველ და არაეკოლოგიურ ავტომობილებს აღარ უშვებენ

113
ვარშავის ცენტრში ძველ და არაეკოლოგიურ ავტომობილებს აღარ უშვებენ

1-ლი ივლისიდან ვარშავაში „ნაკლები გამონაბოლქვის ზონა“ გაიხსნა. ეს ზონა ქალაქის მთელი ტერიტორიის 7%-ს მოიცავს და იქ გადაადგილება ეკრძალებათ დიზელის ავტომობილებს რომელთა ასაკიც 18 წელზე მეტია ან ბენზინის ავტომობილებს 27 წელზე მეტი დაძველებით.

2028 წლის იანვრამდე ახალი წესი ადგილობრივ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. თუმცა, დროთა განმავლობაში შეზღუდვები უფრო გამკაცრდება და სულ უფრო მეტად მოიცავს იმ სატრანსპორტო საშუალებებს რომლებიც გარემოს აბინძურებენ. შედეგად 2032 წლისთვის ვარშავის ცენტრში 11 წელზე მეტი ასაკის დიზელის და 17 წელზე უფრო ძველი ბენზინზე მომუშავე მანქანებიც აღარ დაიშვებიან.

მერიის გამოთვლებით, ახალი შეზღუდვა ჰაერში მავნე გამონაბოლქვს 20%-ით შეამცირებს, თუმცა ასეთი შედეგის მისაღებად მომავალი ათწლეული იქნება საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები