LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გავიარეთ მსხვერპლის გარეშე ეს ორი დღე, რომელიც იყო მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებული… ეს ორი დღე იყო რთული და ემოციური… იყო ბევრი ეგზალტირებული… ” – მიხეილ ცაგარელის სამძიმარი კესარია აბრამიძის ახლობლებს

551
მიხეილ ცაგარელი, კესარია აბრამიძე

„იმედია გაირკვევა რა როგორ მოხდა, სამწუხარო ამბავია ნამდვილად, იმედი მაქვს რომ დანარჩენებმა მშვიდობიანად გავიარეთ მთვარის დაბნელების ორი დღე, რადგან იყო რთული და ემოციური, იყო ბევრი ეგზალტირებული… ” – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემა „პოსტ ალიონში“ ისაუბრა.

მიხეილ ცაგარელმა კესარია აბრამიძის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა:

„მინდა მივუსამძიმრო კესარია აბრამიძის მეგობრებს, ახლობლებს…

ვერ გავიარეთ მსხვერპლის გარეშე ეს ორი დღე, რომელიც იყო მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებული.

იმედია გაირკვევა რა როგორ მოხდა, სამწუხარო ამბავია ნამდვილად.

იმედი მაქვს, რომ დანარჩენებმა მშვიდობიანად გავიარეთ მთვარის დაბნელების ორი დღე, რადგან იყო რთული და ემოციური, იყო ბევრი ეგზალტირებული.

ყოველ შემთხვევაში, ყველას მინდა სიკეთე ვუსურვო…” – აღნიშნა ასტროლოგმა გადაცემაში.

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.

„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ , ვიცი არავის დააჩაგვრინებთ… თავდაჯერებული, მიმნდობი, ხალისიანი და მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობით! უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი“ – კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.

მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

„ოჯახი 10 წელია თბილისშია – სადღაც დაწესებულებაში დაცვად მუშაობდა… ამ დილით, ტელევიზიით ვნახე რომ დაუჭერიათ“ – რას აცხადებენ დაკავებულის ოჯახის წევრები

შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

🔵 ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დაბრკოლებები არ აშინებს – მიხეილ ცაგარელის რჩევები მაყურებელს

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g