მსოფლიო მოდის სამყაროს პოდიუმზე უამრავი წაქცეული მოდელი ახსოვს, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსმა შემთხვევებმა იკლო.
ამჯერად მედიის ყურადღება ესპანელმა მომღერალმა, ბელინდამ მიიპყრო, რომელიც L’Oreal Paris-ის ჩვენების მთავარ გმირად იქცა.
ვარსკვლავმა, რომელიც წითელ კაბაში იყო გამოწყობილი და პოდიუმზე თავდაჯერებული მიაბიჯებდა, უეცრად ფეხი წამოკრა და წაიქცა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა“, – ასე დაასათაურა თავად „დაზარალებულმა“ ვიდეო და საკუთარ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.