„იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუ“ გვაცნობს ქალბატონ ფიქრია მეგრელაძეს, რომელიც ბებია პირველად 34 წლის ასაკში გახდა.
„მე 34 წლის ასაკში გავხდი ბებია. ეს ჩემთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ჩემი ნინუცა – უფროსი შვილიშვილი, ახლა არის 21 წლის. სამშობიაროდან მე გამოვიყვანე. ხელში რომ მეჭირა და ვუყურებდი, არ ვიცი, ამას რა გრძნობა დავარქვა. სახელი არ ჰქონდა ამ ჩემს გაოცებას, სიხარულსა და ბედნიერებას. 40 დღე, სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, მეწვინა გულზე. როცა შენ თვითონ იზრდები შენს შვილებთან ერთად, ვერ გრძნობ ამ სიხარულს… ახლა ჩემი ნინუცა მეგობრობს და დაქალობს ჩემთან. მყავს მეორე შვილიშვილიც, 14 წლის ანდრია-მიხეილ მესხი. ის დაბადებულია კაცად, ბევრი ღირსებით. ფეხბურთი არ მიყვარდა, მაგრამ მისი ხათრით შემიყვარდა. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ემიგრაციაში ვიყავი ბევრი წელი. დამთრგუნველია, როცა შვილიშვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებ. მონატრებული ვიყავი შვილიშვილებს და მინდა, დიდი დოზით მივიღო მონაწილეობა მათ ცხოვრებაში…“
