LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ ვიცი, როგორ შეიძლება ეწოდოს ძეხვს საქონლის ხორცით, როცა შეიცავს 2.8% საქონლის ხორცს“ – სპეციალისტი განმარტავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ არ მოგვატყუოს მხოლოდ პროდუქტის სახელმა ან მიმზიდველმა შეფუთვამ

331
ანდია კალანდია - „ჩერის სივრცე“

რამდენად კარგად ვიცით, რას ვყიდულობთ? – პროდუქტის დასახელება და შეფუთვა ხშირად ერთ რამეს გვპირდება, ხოლო შემადგენლობაში შეიძლება სულ სხვა რეალობა იმალებოდეს.

როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი სწორად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ არ მოგვატყუოს მხოლოდ პროდუქტის სახელმა ან მიმზიდველმა შეფუთვამ – აღნიშნულ კითხვებზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, პლატფორმის „სერთიფუდი“ დამფუძნებელი ანდრია კალანდია „ჩერის სივრცე – Cherry’s space“-ში პასუხობს. 

„არ შეიძლება ეწოდოს სოსისს არც სასკოლო, არც საბავშვო, როდესაც ვკითხულობთ ეტიკეტზე, რომ ხორბლის ფქვილი 8%-ია. ან, შეიძლება შეიცავდეს საქონლის და ღორის ხორცს კვალის სახით. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეწოდოს ძეხვს საქონლის ხორცით, როცა შეიცავს 2.8% საქონლის ხორცს. 

სურსათის დასახელებამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს.

სალიამის ტიპის ძეხვეულში ქონის ჩანართები რომ არის, რეალურად, ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს ქონი და იყოს ნატრიუმის ალგინატი.

ასევე, არ შეიძლება, რომ ისეთი დასახელების პროდუქტებში, როგორიცაა ხაჭო, ყველი ან არაჟანი, გამოყენებული იყოს მცენარეული ცხიმი“, – აცხადებს ანდრია კალანდია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები