LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო მუქია პური, მით უფრო ჯანსაღია. რეალობა კი ასეთია…“ – ჯანსაღი კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია გვაფრთხილებს

458
სანდრო გოგოხია

ჯანსაღი ცხოვრების წესის მწვრთნელი, ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია მუქი ფერის პურსა და მის შემადგენლობაზე ამახვილებს ყურადღებას და საინტერესო რჩევას უზიარებს გამომწერებს:

„მითი – „მუქი ფური ყოველთვის უფრო ჯანსაღია!“. ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო მუქია პური, მით უფრო ჯანსაღია. რეალობა კი ასეთია – პურის ფერი ყოველთვის არ მიუთითებს, რომ ის მთლიანი მარცვლეულისგან არის დამზადებული. ხშირად მუქი ფერი მიიღება მელასას დამატებით, კარამელის ფერით, ჭვავის ალოას დამატებით. ეს ნიშნავს, რომ გარეგნულად შეიძლება პური ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად ჩვეულებრივი რაფინირებული ფქვილიოსგან იყოს დამზარებული. როგორ გავიგოთ, ჯანსაღია თუ არა მუქი პური? პურველ რიგში, წაიკითხეთ ინგრედიენტები: თუ პირველი ინგრედიენტია მთლიანი ხორბლის ფქვილი, ეს კარგის ნიშანია. თუ პურველ ადგილზე წერია ხორბლის, ან რაფინირებული ფქვილი, შემდეგ დამატებული მელასა და კარამელის ფერი, პური შეიძლება იყოს მუქი და არა სასარგებლო…. პურის ხარისხს არა მისი ფერი, არამედ შემადგენლობა განსაზღვრავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები