ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „გვანცას პოდკასტში“ საუბრობს იმის შესახებ, რამ გამოიწვია მისი დავა მეუღლესთან, ვახო მჭედლიძესთან:
„მე, სხვათა შორის, ჩემს მეუღლესთან ამ საკითხზე დავა მქონდა. ჩემი შვილი არის 14 წლის. ლაპარაკმა მოიტანა და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მგონია, ნივთიერებების სახელები, რა როგორ გამოიყურება, დეტალურად არა, მაგრამ რაღაც ასაკში მოზარდმა უნდა იცოდეს ინფორმაციის სახით – რაშია უფრო მეტი საფრთხე, რაში – ნაკლებად. მე და ჩემი მეუღლე ვერ შევთანხმდით. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ღიად უნდა ველაპარაკოთ ამაზე, ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდება და ვიღაც რაღაცას რომ გაუწვდის, თუნდაც მეგობრულად, იცოდეს, რა არის ხელისგულზე…“
ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე, რომელიც ამ პოდკასტის სტუმარია, აღნიშნავს, რომ მისმა სამივე შვილმა იცის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ – 1. არასდროს უნდა დატოვოს ჭიქა კლუბში. 2. არასდროს არავის უნდა გამოართვას ხელისგულზე დადებული აბები. 3. არასდროს დამალოს და არ ჩათვალოს, რომ თავად მოუვლის სხვას, რომელიც ცუდად არის. უნდა დარეკოს სასწრაფოში.
