„40-საც გადავაბიჯე, 4 შვილი მყავს, ფტოზიც წავიდა, ყველა ეტაპი გავიარე,“ – აღნიშნავს გადაცემაში „მედგიდი“ მოდელი რუსა ჩაჩუა და თავის მოვლის შესახებ საუბრობს.
რუსა ჩაჩუა აღნიშნავს, რომ ტენდენციის მიხედვით, პრიორიტეტი ბუნებრივ გარეგნობას ენიჭება.
„ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული სანახავია, როდესაც პატარა გოგოს უზარმაზარი ტუჩები აქვს, მთელი ტენდენცია, მთელი მსოფლიო წასულია ბუნებრივობისკენ და ახლა ყველა, ვისაც ფილერი ჰქონდა, სილიკონი და სხვა დანარჩენი, ყველას გამოაქვს,“ – აღნიშნა რუსა ჩაჩუამ.
