LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჩინეთში BYD-ის $3 მილიონიანი ელექტრო სუპერქარი ავარიაში მოყვა

138
ქირიას NEWS შაბლონი

ჩინეთში BYD-ის ძვირად ღირებული ელექტრო სუპერქარი Yangwang U9 Xtreme მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ავარიაში მოყვა. ავტომობილი დახურულ საცდელ ტრასაზე დამცავ ბარიერს შეეჯახა, რის შედეგადაც უკანა ღერძი მთლიანად მოწყდა. მძღოლი, წინასწარი ინფორმაციით, არ დაშავებულა და ავტომობილიდან დამოუკიდებლად გადმოვიდა.

ავარიის ზუსტი მიზეზი და შეჯახების მომენტში ავტომობილის სიჩქარე ოფიციალურად არ დასახელებულა. ვარაუდობენ, რომ ინციდენტი 500 კმ/სთ-ის გადალახვისთვის მზადების პროცესში, მაღალსიჩქარიანი გამოცდის დროს მოხდა.

Yangwang U9 Xtreme ოთხი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 2 977 ცხენის ძალას აღწევს. მოდელმა 2025 წელს გერმანიის საცდელ ტრასაზე 496.22 კმ/სთ განავითარა და სერიულ ავტომობილებს შორის სიჩქარის რეკორდი დაამყარა.

BYD ნოემბერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 500 კმ/სთ-ის ნიშნულის გადალახვის ახალ მცდელობას გეგმავს. ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონ დოლარად ფასდება.