„დღეს, დაგაჯერებთ რომ სასწაულები ხდება“, – ამის შეახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ქალბატონი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, ქალბატონ ესმას წონის კორექცია ესაჭიროებოდა, რადგან ზედმეტი კილოგრამები მას სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს უშლიდა და ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანი ელისოს ოპერაციის გაკეთებაში დაეხმარა, დღეს კი გადაცემაში „ნანუკას შოუ“ მაყურებელი იმ შედეგის ნახვას შეძლებს, რომელიც ოპერაციის შემდგომ ქალბატონმა ელისომ მიიღო.