12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გადაცემაში „360 გრადუსი“ აცხადებს, რომ აქვს ისეთი ინფორმაციები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
მისივე თქმით, მამიდა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გურამ დადიანიძე სპეციალისტის მიერ დანიშნულ წამლებს იღებდა.
„მამიდაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დაჰყავდა გურამი სპეციალისტთან და გარკვეულ წამლებს იღებდა ეს ადამიანი. სხვათაშორის მე მქონდა რამდენიმე პირთან შეხვედრა და მათ მომაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაჟღერებ. ყველა ფაქტი და ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეშია მნიშვნელოვანია.
12 წლის განმავლობაში გამოძიება არ ჩატარდა და საჭიროა ე.წ. ფაზლის აწყობა, რათა მიიღო სრული სურათი. საჭიროა მოთმინება და მეტი რესურსი. არის ბევრი მიდგომა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც საჯაროდ ვერ მოვითხოვ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეფექტური აღარ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარია სახელმწიფომ მეტი რესურსი გამოიყენოს“, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.
„გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში“ – ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
