LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფონოგრამა გაითიშა და აკაპელა ვიმღერე დარბაზის რიტმში დაკრული ტაშის მეშვეობით“ – ნინი შერმადინის საოცარი შესრულება პარიზის მოდის კვირეულზე და აღფრთოვანებული მსმენელი

385
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც Tina Turner-ის ცნობილი სიმღერა „Simply the best“ არაჩვეულებრივად შეასრულა. ნინი შერმადინი ვიდეოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ საოცარი პუბლიკა და გარემო იყო.

„პარიზის მოდის კვირეული 2024 🇫🇷 ახლაც ფაქტობრივად სოლო კონცერტი მომიწყო ეკა მგალობლიშვილმა 😀🙌❤️ ამ სიმღერის შესრულების დროს ფონოგრამა გაითიშა და აკაპელა ვიმღერე დარბაზის რიტმში დაკრული ტაშის მეშვეობით თითქმის ბოლომდე ❤️😍 საოცარი პუბლიკა, სასწაული გარემო და რაც მთავარია ჩემი საამაყო ანასტასიას ჩვენებამ კიდევ ერთხელ დიდი წამატებით ჩაიარა ❤️😍 Eka Mgaloblishvili ძალიან მიყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვის ❤️“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g