LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გავუწევ დედობას… ვიზრუნებ იმაზე, რომ ვიყო კარგი დედამთილი კი არა – დედა!“ – ილია სულამანიძის დედა რძალზე

428
ილია სულამანიძის დედა

მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ილია სულამანიძე და მისი რჩეული თაკო მეგრელიძე რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. წყვილის ქორწილიდან სოციალურ ქსელში არაერთი შთამბეჭდავი და ემოციური კადრი გავრცელდა, რომლებმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალდაქორწინებულებს უამრავმა ადამიანმა მიულოცა და ბედნიერი თანაცხოვრება უსურვა.

განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია კადრმა, სადაც პატარძლის გარდაცვლილი მშობლებისთვის სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი. ამ ჟესტმა კიდევ უფრო სევდიანი და ამაღელვებელი ელფერი შესძინა წყვილის განსაკუთრებულ დღეს.

თაკო მეგრელიძეზე საუბრისას ილია სულამანიძის დედამ რძლის მიმართ თბილი დამოკიდებულება გამოხატა და აღნიშნა, რომ მისთვის დედობასა და მზრუნველობას არ დაიშურებს.

„ძალიან დიდი გულისტკივილია რომ არ ჰყავს თაკოს მშობლები. გავუწევ დედობას… ვიზრუნებ იმაზე, რომ ვიყო კარგი დედამთილი კი არა – დედა!“, – განაცხადა მან.

ფოტო: „ჩემი ადამიანი“ – ილია სულამანიძის მეორე ნახევარი ქორწილის ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

„მსოფლიო ჩემპიონი 9 ოქტომბერს გახდა, ქორწილი კი 24 ოქტომბერს გადაიხადა… ჩემს რძალს დედ-მამა არ ჰყავს და შევპირდი, რომ დედობას მე გავუწევ…“ – როგორი ურთიერთობა აქვს რძალთან ილია სულამანიძის დედას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები