ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში რეკომენდაციებს გასცემს და ამბობს, რომ აუცილებელი არაა ბავშვებისა და მოზარდების ძვირადღირებულ კურორტზე წაყვანა დასასვენებლად.
კულუმბეგოვის თქმით, მთავარია მშობლებმა ბავშვები სუფთა ჰაერზე წაიყვანონ.
„მე მაქვს ერთი მარტივი რეცეპტი, თქვენ გული არ უნდა დაგწყდეთ თუ არ გაქვთ საშუალება იმის, რომ თქვენი შვილები ძვირადღირებულ კურორტზე წაიყვანოთ! ეს არ არის სავალდებულო ნაწილი. ვისაც შესაძლებლობა აქვს, წადით მაშინ რა პრობლემაა, არ დაზოგო შენი რესურსი, მაგრამ მთავარი, როცა ჩვენ ვეხებით კურორტოთერაპიას არის ის, რომ ჩვენი შვილები და მოზრდილებიც კი, სუფთა ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქის სმოგს უნდა გავაცილოთ…
ყველაზე კარგი ინტერვენცია არის წასვლა თქვენს სოფლებში, თქვენს სახლებში, მიტოვებულია, ახალია, სასტუმროა, ოღონდ გაერიდეთ ყოველდღიურ ყოფას,“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
