LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გურიკასთან მიმოწერები მისი დაკარგვის შემდეგ გაქრა…თავიდან მიცილებდა და აშკარად მის პირადში ხდებოდა რაღაც“ – რას გვიყვება გურამ დადიანიძის მეგობარი

2782
BeFunky-collage - 2026-10-12T001150.316

პოდკასტის „შენი ამბავი თაიასთან“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრის, აუდიო ჩანაწერი, სადაც 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მეგობარი ანა აქამდე უცნობ რამდენიმე დეტალზე საუბრობს.

მისი თქმით, გურიკა მის მიმართ გარკვეული პერიოდის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და ძალიან გაცივდა.

როგორც ანა აღნიშნავს, გურიკა მისი საუკეთესო მეგობარი იყო და მისთვის დღემდე უცნობია ამ უეცარი ცვლილების მიზეზი.

„მე და გურიკას საერთო სოფელი გვაქვს და გურიკაც სოფელში გავიცანი. ზაფხულში გავიცანით ერთმანეთი და ყურადღება თავისი მხიარული ხასიათით მიიპყრო. განსაკუთრებული მეგობარი იყო ჩემი და თითქმის ყოველდღე გვქონდა ერთმანეთში მიმოწერა. ბავშვური ხასიათის. თავადაც სულ მეუბნებოდა, როცა ჩამოხვალ მნახეო. მაისის შუა რიცხვები იყო, დაახლოებით რამდენიმე თვეში მისი განწყობა ჩემს მიმართ შეიცვალა. როდესაც ვწერდი როგორ ხარ, მეუბნებოდა კარგად, ძალიან ცივად მწერდა. სოფოსაც ვეუბნებოდი, რომ ჩვენს შორის არანაირი წყენა არ ყოფილა, რომ ყოფილიყო მე უფრო მშვიდად ვიქნებოდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ რამე მიზეზი იყო. არაფრის გამო, ერთ დღეს მოხდა მისი ჩემდამი დამოკიდებულების ცვლილება.

კითხვები მიჩნდებოდა, მაგრამ თავს მარიდებდა ხოლმე. რომ ვეკითხებოდი, რატომ იყო ასე, ან არ მწერდა და ან თავიდან მიცილებდა. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი. უცბად ძალიან უცხო ადამიანი გახდა. მე გურიკა მოწყენილი არასდროს მინახავს. რაღაც პერიოდი ვიფიქრე მართლა გურიკა მწერდა თუ არა. აშკარად მის პირადში ხდებოდა რაღაც. მეთქი დროს მივცემ და იქნებ გადალახოს ყველაფერი მეთქი. კონტაქტი აღარ გამიგრძელებია.

შემდეგ გავიგე, რომ ვიღაც ბავშვი დაიკარგა ლომისაზე. ჩემი მეგობარიც იყო იმ დღეს სალოცავში. მე შემდეგ გავიგე, რომ ეს ბავშვი გურიკა იყო. ერთი უცნაური არის ის, რომ როდესაც ჩვენი მიმოწერების გახსნა ვცადე, გურიკას დაბლოკილი ვყავდი და ეს ნაწერები ჩემთანაც წაშლილი იყო. ის პერიოდი არ მახსოვს, როდის დამბლოკა, ლომისაზე წასვლამდე თუ მაგაზე ადრე. არ მგონია რომ ეს თავად გაეკეთებინა. მისი ეს უეცარი ცვლილება ჩემთვის დღესაც გაუგებარია“, – ამბობს გურიკას მეგობარი ანა.

„რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით, რამე წაგართვით, რამე მოგპარეთ? ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი… გურის დავიბრუნებ როგორიც არის ისეთს“ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა

ახალი დეტალებზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე – რას ამბობს ოჯახის ადვოკატი

ვიდეო: „იმდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის მოწმის მამა

ვიდეო: „გელაშვილის გოგო გამოდის და იძახის: „დედა, თურმე 3 დღის მერე ჩავიდა გურიკას საძებნელადო“… არ რცხვენია? ეგეც მშობელია და მეც? მაგას ჩემსავით არ უცხოვრია გამწარებული 12 წელი…“ – სოფო ბიბილაშვილი

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა 2-3 კვირით ადრე…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები