ჟურნალისტმა მაია ასათიანმა აბდომინოპლასტიკის (მუცლის პლასტიკა) ოპერაცია ჩაიტარა და მუცლის არეში ზედმეტი კანი მოიშორა. ინფორმაცია თავად გაუზიარა სოციალური ქსელის გამომწერებს.
მაია Instagram story-ის მეშვეობით გამომწერებს უზიარებს ინფორმაციას პოსტოპერაციული მდგომარეობის შესახებ.
„უკვე ფეხზე ვარ და სახლში მივდივარ.
ღელვა უფრო მეტი მქონდა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა პოსტოპერაციული პერიოდი. ფანტასტიკურად გამოვედი ნარკოზიდან, არც თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, არც გულისრევა არ მქონია. ტკივილებიც ფაქტობრივად არ მქონია, ერთხელ დამჭირდა ტკივილგამაყუჩებელი. დღეს, 48 საათის შემდეგ ამაყენეს და ადგომა არ გამჭირვებია.
იმდენი თბილი მესიჯი მივიღე.. რატომღაც მეგონა, რომ უარყოფითი რეაქცია გექნებოდათ. ჩვენთან ხომ სტილია, ასეთი ოპერაცია უნდა დამალო, მერე აუცილებლად ვინმემ უნდა გითხრას, რად გინდოდა და ა.შ. ასეთ რეაქციას ველოდი, მაგრამ მოხდა საპირისპირო და იმდენი თბილი და ტკბილი მესიჯი მივიღე სავსე მაქვს გული“, – ამბობს მაია.
