37 წლის გიული გორგაძეს ნანატრი შვილი 23-წლიანი მოლოდინის შემდეგ შეეძინა.
გიული გორგაძე საკუთარ ამბავს „პალიტრავიდეოს“ უყვება და შვილის შეძენით გამოწვეულ ემოციებზე გულწრფელად საუბრობს:
„23 წლის წინ დავოჯახდი, ორსულად არასდროს ვყოფილვარ, განვიცდიდი, თავიდან ვმკურნალობდი, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ დავიღალე და მკურნალობას თავი დავანებე.
რა თქმა უნდა, ყველა ქალს უნდა შვილი ჰყავდეს, მაგრამ… ველოდებოდი, თუ მეყოლებოდა, გამიხარდებოდა.
ერთ დღესაც გავიგე, რომ ორსულად ვარ. საერთოდ არ მიმკურნალია, არც ექიმთან ვყოფილვარ. მანამდე, ჭარბი წონა მქონდა, სწორი კვებით 25 კილო დავიკელი და, ალბათ, ესეც იყო მიზეზი.
ეს ამბავი სამსახურში წასვლის დროს გავიგე, იყო ძალიან სიხარული, სიხარულით ვტიროდი.
ორსულობის პერიოდში წნევები მაწუხებდა. იყო მომენტი, როდესაც ექიმები ფიქრობდნენ, მე გადავერჩინე და ფეხმძიმობა შეეწყვიტათ, მაგრამ ღმერთმა ორივე გადაგვარჩინა“, – ჰყვება გიული გორგაძე „პალიტრავიდეოსთან“.