მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარია, რომლის ეთერშიც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის თავის შესანიშნავ მეწყვილეზე ჯულიანა ბარგ-ნარზე ისაუბრა.
როგორც ოთომ აღნიშნა, ურთიერთობას გაფრთხილება სჭირდება და ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაგება.
„16 წლის ასაკში ჯულიანასთან დავწყვილდი და მახსოვს, რა წამსაც დავდექით წყვილში, წლის ბოლოს უკვე აბსოლუტურ ჩემპიონებად დაგვაჯილდოვეს. ყველა კონკურსი მოვიგეთ პირველივე წელს. ხშირად წყვილები იცვლებიან და კარგია თუ ეს არ მოხდება. წყვილის შეცვლა რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევას ნიშნავს, რადგან სანამ ახალს გაუგებ, ეს მთელი პროცესია. პროფესიონალები წყვილების დაშორებას ვერიდებით ხოლმე.
ჯულიანა და მე უკვე ამდენი წელია წყვილში ვართ. პირველ რიგში ალბათ ამის მიზეზი ურთიერთგაგებაა. გვქონდა საერთო მიზანი და მისკენ მისასვლელი გზა. წყვილში მნიშვნელოვანია დათმობები, უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ჩვენ ორს თუ განვიხილათ, ჯული უფრო მეტად დამთმობია“, – ამბობს ოთო ფოლადაშვილი.
ვიდეო: საუზმე საოცარ გარემოში – ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი ერთად ისვენებენ
ვიდეო: „უნიკალური, საამაყო ადამიანები” – ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის უბადლო შესრულება
