პოდკასტი „თინანოსთან“ სტუმრად ეწვია „სუხიშვილების“ მოცეკვავეს, მარიამ მათიაშვილს, რომელიც კერძო სახლში ცხოვრობს თავის მეუღლესა და შვილთან ერთად.
„ლეას დაბადებამ გადაატრიალა ჩემი ცხოვრება. პასუხისმგებლობის შიშიც მაქვს, იმდენად მძაფრად არის ეს ჩემში – მგონია, რომ ამ ბავშვის მომავალი ჩემს ხელშია, მაგრამ არ არის ასე, მამაც ჰყავს, მაგრამ რატომღაც ჩემს თავზე ავიღე. ყველაფერი დამავიწყა. ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ჩემთვის არის ბავშვი. ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ ვაკონტროლებ ჩემს თავს, რომ არასწორად არ მოვიქცე. ვცდილობ, სიმშვიდეში, სიწყნარეში გავზარდო და იმედია, შევძლებ ამ ყველაფერს…“
მარიამი პასუხობს კითხვას, როდის აპირებს მეორე შვილის გაჩენას: „არც ძალიან მალე და არც ძალიან გვიან. დაახლოებით ორ წელიწადში, ალბათ, ბაღში რომ შევიყვან…“
