ლევან კობიაშვილი თავის რჩეულზე, ნინა ილურიძეზე დაქორწინდა.

წყვილმა ჯვარი დაიწერა და ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ოჯახის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ჯვრისწერიდან ვიდეომასალა თავად ულამაზესმა პატარძალმა გამოაქვეყნა. ქორწილში წყვილს გვერდს უმშვენებდა მათი გოგონა, ელენე.

წყვილი სიამოვნებით იღებს მილოცვებს.
„დავაქორწინეთ“, წერს ოჯახის მეგობარი კატო კიკაბიძე და ფოტოებს გვიზიარებს.
„ჩვენი ყველაზე ლამაზი დღე“ – წერს ნინა ილურიძე და ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც დაქორწინებას უსაყვარლესი ქალიშვილი ულოცავს.
@chortika My wedding day🤍🕊️🥂🙏❤️#foryou ♬ Everlasting Love – Carl Carlton
