LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მისთვის ვიგებდი ყველაფერს, მისთვის ვიმარჯვებდი, პირველი მას ვურეკავდი და ვახარებდი…დღემდე თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი დედაჩემისთვის კეთდება…“ – ოთო ფოლადაშვილმა დედაზე „იმედის“ ეთერში ისაუბრა

331
ოთო ფოლადაშვილი1

ოთო ფოლადაშვილმა დედაზე, ნინელი კლდიაშვილზე „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა.

ფოლადაშვილმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ცეკვის დაწყება და ყველა წარმატება დედასთან არის დაკავშირებული.

„ძალიან მოსიყვარულე ოჯახში ვარ დაბადებული და გაზრდილი…თუ ვითვლები წარმატებულ ადამიანად დედაჩემის დამსახურებაა. ნიჭი და შრომა რომ გვერდზე გადავდო, დამეთანხმებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებისკენ გზას გვიმარტივებენ, ეს გზა ძალიან რთულია…

დედაჩემს ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. მისთვის ვიგებდი ყველაფერს, მისთვის ვიმარჯვებდი, პირველი მას ვურეკავდი და მას ვახარებდი…ნაადრევ ასაკში მივხვდი, რომ დედაჩემს მე ვაბედნიერებდი, ჩემი ცხოვრებით და ჩემი გრაფიკით ცხოვრობდა.

დღემდე თუ რამეს ვაკეთებ, ყველაფერი დედაჩემისთვის კეთდება…“ – აღნიშნა ოთო ფოლადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები