კახა კალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს.
კალაძე ლეგენდების მატჩისთვის ემზადება, რომელიც თბილისში 21 სექტემბერს უნდა შედგეს.
კადრებში ვხედავთ, რომ კალაძე „მილანში“ გატარებულ წლებს იხსენებს.
„სულ გამარჯვებულს გევლოთ ბატონო კახი!“
„კალა გვიყვარხარ“
„ოქროს მომენტები“
„საამაყო და დიდებული ადამიანი“ – აღნიშნავენ სოცქსელში.
21 სექტემბერს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება.
შეგახსენებთ, კალაძემ „მილანში“ 9 წარმატებული სეზონი გაატარა და სკუდეტოსთან ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.