LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პოზიტიური განწყობით ჩამოვედით, ამდენი ქართველის დანახვა გერმანიაში ბედნიერებაა“ – როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის – კადრს მიღმა კვეკვესთან ერთად

146
კვეკვე კადრს მიღმა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქებთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

„კადრს მიღმა კვეკვესთან ერთად” – ამ სათაურით აქვეყნებს ეროვნული ნაკრების ფეისბუკ-გვერდი ვიდეოს, სადაც საქართველოს ნაკრების და ნიკა კვეკესკირის წინა საჩემპიონო განწყობა ჩანს.

„გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობით ჩამოვედით. უდიდესი პოზიტივი არის თვითონ გუნდში, ამდენი ქართველის დანახვა გერმანიაში ბედნიერებაა. ვტკბებით ამ ყველაფრით და ვემზადებით. ვცდილობთ, კონცენტრირებული ვიყოთ სავარჯიშო პროცესზე, იმისთვის რომ მაქსიმალურად შევხვდეთ ჩვენს პირველ თამაშს“, – ამბობს ნიკა კვეკესკირი.

ვარჯიშზე გასვლის წინ ნიკა კვეკესკირმა მეუღლეს დაურეკა:

„ახლა ვარჯიშზე გავდივართ, როგორც კი დასრულდება, დაგირეკავ, მიყვარხარ“, – ამბობს ნიკა კვეკესკირი.

ცნობისთვის, დღეს გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ტურნირის გახსნით მატჩში, ტრადიციულად მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

იულიან ნაგელსმანის გუნდის მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. პირველ თამაშს „ჯვაროსნები“ 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.

„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ.. მგონია, რომ ამ ხალხისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი.. საქართველო იქნება ერთიანი“ – ნიკა კვეკვესკირი

„ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა“ – გამარჯვების გოლის ავტორის, ნიკა კვეკვესკის დედა საკუთარ ემოციებზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები