LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რეკორდული, 85 მილიონი ნახვა“ – ქართველმა ემიგრანტმა ამერიკაში საოცარი, საშობაო სოფლის ნაძვის ხე შექმნა

1519
2025-12-07_01-32-06_881573

ქართველმა ემიგრანტმა ამერიკაში, ტეხასში, ქალაქ Round Rock-ში საოცარი, ხელნაკეთი „Christmas Village Tree“ შექმნა.

როგორც ხატია ფიფია „ფორტუნას“ საუბრობს, მის მიერ შექმნილმა საშობაო სოფლის ნაძვის ხემ მთელს მსოფლიოში 85 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

„გამარჯობა, მე ვარ ხატია ფიფია, ქართველი ემიგრანტი დედა, ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ Round Rock-ში, ტეხასში, ამერიკაში. ძალიან ბევრი პირადი წერილიდან და თხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი შექმნილი საშობაო სოფლის ნაძვის ხის შესახებ.

2 წლის წინ ჩემმა ხელნაკეთმა „Christmas Village Tree“-მ ინტერნეტში სრული ფეთქება გამოიწვია და უკვე 85 მილიონზე მეტი ნახვა აქვს მთელს მსოფლიოში!.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ეს ნაძვის ხე დგას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად, ჩემს ახალგახსნილ ქართულ-ევროპულ კულტურულ სივრცე „Qvevri“-ში!

წელს ახალ ვიდეოს უკვე 631,000 ნახვა მოუგროვდა სულ რამდენიმე დღეში და სწრაფად იზრდება. ხალხი მოდის სანახავად და ფოტოს გადასაღებად ამ ნაძვის ხესთან.

ჩვენი ახალი წამოწყებით ვცდილობთ ქართველი სტუმართმოყვარეობა, კულტურა, ტრადიციები გავაცნოთ და შევაყვაროთ ტეხასელებს“, – ამბობს ხატია ფიფია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g