LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც ვიდეო დავდე, სადაც ვამბობ, რომ ბავშვი მომეშალა, მწერდნენ, რომ ეს ჩემი ცანცარისა და ცხოვრების სტილის გამო დამემართა“ – ნინორე გიორგობიანი

305
BeFunky-collage - 2026-11-04T235500.588

ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც საზოგადოების მხრიდან წამოსული უარყოფითი კომენტარებში შესახებ საუბრობს.

„ისეთ რაღაცებს შეეხნენ, რაც მგონია, რომ თუ ადამიანი გქვია არ უნდა შეეხო. როდესაც დავდე ვიდეო, სადაც ვამბობ რომ მუცელი მომეშალა, იქ იყო კომენტარები, რომ მე ჩემი ცანცარის და ცხოვრების სტილის გამო მომივიდა ეს. საბედნიეროდ ასეთი კომენტარები ძალიან ცოტა იყო, მაგრამ გულზე ძალიან მომხვდა.

ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც გამოკვეთეს. ვცდილობ მუდამ დადებითი დავინახო ყველაფერში და მეტად გავუგე ისეთ ადამიანებს, რომლებზეც ცუდი კომენტარები ძალიან მოქმედებს. კი ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მაგრამ ვთვლი, რომ ცხოვრება გრძელდება“, – ამბობს ნინორე გიორგობიანი.

„ბულინგი წამოვიდა იმიტომ, რომ გავბედე და ცოლად გავყევი ასაკით უმცროს მამაკაცს, რომელიც სიმპათიურია…“ – რატომ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია ნინორე გიორგობიანმა

„ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, რაც მაბედნიერებს, ბევრმა დაიჯერა, რომ ასეთ ასაკობრივ სხვაობაშიც არის ნამდვილად სიყვარული და არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პატარა გოგო იყო“ – ნინორე გიორგობიანი მეუღლესთან ასაკობრივ სხვაობაზე

„ვიცოდი, რომ ცოლად ასაკით პატარას გავყვებოდი თუ საერთოდ გავთხოვდებოდი… ჩემი მეუღლე იყო 23 წლის… ამხელა ბულინგი და ამხელა „ჰეითი“ ერთ ღამეში წავიკითხე…“ – ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი პირადზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები