LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ყველაფერი უფლის ნებაა – ვინ დარჩება და ვინ წავა, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად არის” – ბერის ემოციური ინტერვიუ გარდაცვლილ შვილზე

1349
BeFunky-collage-6

გადაცემა „ამბავი“ ბერად აღკვეცილ მამასთან ჩაწერილ ემოციურ ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი მისი შვილის გარდაცვალებას ეხება.

გადაცემის პროდიუსერი მარიამო ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე ბერის შვილია, მამას შვილის დაკარგვის შესახებ ესაუბრება და ეკითხება, რა იყო პირველი განცდა, როდესაც გაიგო, რომ ზაზა აღარ იყო.

„ჩემი ძმის გარდაცვალებას, ანუ შენი შვილის გარდაცვალებას – ყველაზე მტკივნეულ თემას უნდა შევეხო. ესეც განსაცდელი იყო. მაგ დროს, ალბათ, პირველი, რასაც შვრები, სამყაროზე ბრაზობ და ალბათ პირველი კითხვაა – რატომ? როცა რაღაც ცუდი ხდება, პირველი კითხვაა – ღმერთო, რატომ? შენ, როგორც ბერმა, დაკარგე შვილი. აღარ ჩავალ სიღრმეებში. ის წამი, როცა გაიგე, რომ ზაზა აღარ იყო“, – მიმართავს წამყვანი ბერს.

ბერი პასუხისას ერთ ისტორიას იხსენებს.

„ერთი ქალი იყო, ძალიან ღვთის მოშიში, ყოველ წირვაზე ეკლესიაში დადიოდა. ერთი შვილი ჰყავდა და გარდაეცვალა. იმის შემდეგ სულ ეკითხებოდა უფალს: ერთი შვილი რატომ წამართვი, როცა ეკლესიაში დავდივარ და ლოცვას არ ვაცდენო.

უფალმა მისცა ამ ქალს ხილვის საშუალება. ამ ქალმა იხილა თავისი შვილი სამოთხეში – ძალიან ბედნიერი და გახარებული და ჰკითხა: რა ვქნა, დავაბრუნოო? დედამ უპასუხა – არაო.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებაა – ვინ დარჩება და ვინ წავა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად არის. მით უმეტეს, ჩემგან ლოცვა არ აკლია და თხოვნა უფლის მიმართ, რომ აცხონოს და თავისთან ამყოფოს“, – ამბობს ბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები