LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უყურებს მსოფლიო ჩემპიონატს პუტინთან ერთად: ევროპა არსადაა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გვერდით არიან

42

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბუნებრივია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. მის გვერდით განლაგდა 17 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, რომელთა „სახელმწიფოები“ თითქმის არავის უღიარებია.

თავად განსაჯეთ:

აფხაზეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბოლივია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ლიბანი, მოლდოვა, პანამა, პარაგვაი, რუანდა, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, სამხრეთ ოსეთი.

 

პუტინის მარჯვნივ იყვნენ ფიფას ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი. მარცხნივ იჯდა ლევ იაშინის ქვრივი ვალენტინა და რუსეთის საფეხბურთო კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნიკიტა სიმონიანი.

 

შედარებისთვის 2014 წლის თებერვალში სოჭის ოლიმპიადის გახსნისას დიდი კაცების ლოჟაში უფრო სიმჭიდროვე იყო: სამ ათეულზე მეტი ლიდერი იმყოფებოდა, მათ შორის ევროკავშირელებიც. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მეთაურები მაშინაც იყვნენ.

პუტინის პრეს-მდივანმა კი განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების ლიდერების ჩასვლა ჩემპიონატის მსვლელობისას იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები