LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-მ გამოუშვა სურნელოვანი სანთელი, რომელსაც სკანდინავიის ტყის არომატი აქვს

115
Volvo-მ გამოუშვა სურნელოვანი სანთელი, რომელსაც სკანდინავიის ტყის არომატი აქვს

კომპანია Volvo-ს საფირმო არომატი აქვს. სიახლე ნიუ-იორკში მოღვაწე ბრენდთან D.S & Durga-თან ერთად შეიქმნა და სკანდინავიის ტყის სურნელი აქვს. პარფიუმერული სანთლის ფორმატი გულისხმობს, რომ შვედეთში მოგზაურობა სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი, საყვარელი სავარძლიდან თუ ტახტიდან.

სანთლის ღირებულება 70 დოლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Swoodish-ის (ეს სახელწოდება Swedish-ს და wood-ს აერთიანებს), პარფიუმერები შვედეთში ჩავიდნენ. პირველი რამაც ისინი გააოცა ხეების რაოდენობა იყო. შემდეგ მათ ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს, ელექტრომობილებით გაისეირნეს და Volvo-ს არქივებშიც შეიხედეს. უკან დაბრუნებულებმა კი სკანდინავიის ტყეების სურნელი შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები