სულ რამდენიმე დღე რჩება იქამდე, სანამ საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი ქვეყანა – საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ უმასპინძლებს.
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი.
„ამ 3 წუთში ბოლომდე მაინც ვერ გამოჩნდა ანიტას უძლიერესი შესაძლებლობები… ის უკონკურენტოა და ამას ხმამაღლა ვამბობ!..“ – როგორ დაუწერა „ევროვიზიისთვის“ სიმღერა ანიტა აბგარიანს გიგა კუხიანიძემ და რა სთხოვა მას 10 წლის მომღერალმა
გიგა კუხიანიძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე“ 4 რეკორდული გამარჯვება მოუტანა.
ღონისძიებაში, ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14-წლამდე ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსანტები უკვე თბილისში არიან.
იამურ ნასრულაევა, აზერბაიჯანის წარმომადგენელი:
ეს ჩემი პირველი ჩამოსვლაა საქართველოში. ბევრი რამ კარგი გამიგია ამ ქვეყანაზე, გამიხარდა რომ თქვენ აქ დამხვდით და ჩემი ჩამოსვლა ჩემთან ერთად, ასე იზეიმეთ. სიმღერა, რომლის წინაშეც წარვდგები არის კატებზე, რადგან მე ძალიან მიყვარს ისინი, შემიძლია მათზე საათობრივ ვისაუბრო, იმედია, მაყურებელს მოეწონება ჩემი ნამღერი….
გონსალო პინილოს, ესპანეთის წარმომადგენელი:
ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა. დიდი სურვილი გვაქვს მოვასწროთ თქვენი კულტურის შეცნობა… ერთი სული მაქვს როდის შევხვდები დანარჩენ კონკურსანტებს, მჯერა, რომ ძალიან კარგად ჩაივლის ყველაფერი. ჩემი სიმღერა არის წიგნზე, ახალ ისტორიებზე, კულტურაზე და მოგზაურობაზე. იმედი მაქვს, ჩვენი შესრულება ძალიან მოეწონება მაყურებელს.
მიდოუ აისელტი, ნიდერლანდების წარმომადგენელი:
ჩვენ ამ დღისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, მოუთმენლად ველოდით თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლას. ჩემი სიმღერა ძალიან ენერგიული და პოზიტიურია. ვფიქრობ, მსმენელს ძალიან კარგ განწყობაზე დავაყენებ და დავაფიქრებ იმაზე, რომ დღევანდელი დღით იცხოვრონ და მადლიერების გრძნობა არასდროს დაკარგონ.
დიდ სცენამდე კონკურსანტები მაყურებლისთვის პირველი არხის შემოქმედებით გუნდთან ერთად პატარა ვიდეორგოლებს ამზადებენ.
ზაზა ორაშვილი, რეჟისორი:
რა თქმა უნდა, საქართველოს ვგულშემატკივრობთ. პრეტენზიებიც დიდი გვაქვს, სიმღერა კარგია, შემსრულებელიც კარგია, მოლოდინებიც მაღალია… ვნახოთ, ყველაფერს გადაწყვეტს მაყურებლის ხმა, ვუყუროთ ევროვიზიას და მივცეთ ხმა საქართველოს
საბავშვო ევროვიზიის შესახებ „ფორტუნას“ ინტერვიუები და სიახლეები
ვრცლად იხილეთ – აქ
