LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში – გამოფენის ტურები

432
თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში.

გამოფენის ფარგლებში გიწვევთ ხელოვნებათმცოდნის მარიამ შერგელაშვილისა და ხელოვანის დათო მესხის ტურებზე.

ტურები გაიმართება:

10 სექტემბერი, 19:00 საათი | დათო მესხი, ხელოვანი

14 სექტემბერი 17:00 საათი | მარიამ შერგელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ. რეგისტრაციის შემდეგ კონცეპტ ასისტენტი ტურზე დასწრებას დაგიდასტურებთ .

თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეები ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრებს 14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. გამოფენა  დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ნინო ჩუბინიშვილი/ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990-იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს მოდის ისეთ სახლებთან მუშაობის გამოცდილება, როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს, ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.

ხელოვანის და მისი ნამუშევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის პერსონალურ ვებგვერდს.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები