“წინასაახალწლო დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული ლოკაციების შესახებ განცხადებას მერია ხვალ გააკეთებს.
“რაც შეეხება საახალწლო დღეებში გარევაჭრობას, ჩვენ ხვალ გავაკეთებებთ განცხადებას. მოცემული იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც რეგინებიდან ჩამოსულ ადამინებს ექნებათ შესაძლებლობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქტები გაყიდონ,” – განაცხადა კალაძემ.