ირლანდიის სანაპიროსთან აღმოაჩინეს ბრიტანული გემის ნამსხვრევები, რომელიც 1787 წელს იდუმალ ვითარებაში ჩაიძირა. ამის შესახებ წერს Daily Express.
გემი სახელად Recovery იტალიიდან ირლანდიაში მიემართებოდა და 350 წლის წინ ჩაიძირა. მასზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის — კაპიტნის ორი შვილი. ყველა მათგანი დაიღუპა. გემს გადაჰქონდა ძვირადღირებულ მარმარილოსა და ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც ირლანდიელ ბანკირს, ჯონ ლა ტუშს ეკუთვნოდა.
350 წლის შემდეგ Recovery-ს ნამსხვრევები ერთ-ერთმა ექსპედიციამ იპოვა. მყვინთავთა ჯგუფმა აღმოაჩინა უზარმაზარი ხის ტივი და ღუზა. თავად გემზე ნახეს სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტები, მათ შორის სპილენძის ჩაიდანი და ძვირფასი ჭურჭელი.
„გემის ნამსხვრევები 20 მეტრის სიღრმეზე ვნახეთ. მათ დეტალურად შევისწავლით. სავარაუდოა, რომ გემზე არსებული საგანძური კარგად უნდა იყოს შენახული,“ — დააზუსტეს სპეციალისტებმა.
მათივე ვარაუდით, მომავალში კვლევებით გემის ჩაძირვის მიზეზის დადგენასაც შეძლებენ.


