LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WordPress თბილისი Meetup – ღია კოდის მომავალი საქართველოში

623
WordPress

საქართველოში იწყება ახალი მოძრაობა – ტექნოლოგიური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს WordPress-ის, ღია კოდის კულტურისა და ციფრული განათლების განვითარებას. 

პირველი ღონისძიება, WordPress თბილისი Meetup, 2025 წლის 22 ნოემბერს გაიმართება და გააერთიანებს დეველოპერებს, დიზაინერებს, სტუდენტებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან საქართველოს ციფრულ გარემოს.

WordPress თბილისი Meetup – ეს არის ღია, ინკლუზიური პლატფორმა, სადაც ადამიანები სწავლობენ, აზიარებენ გამოცდილებას და ერთად იზრდებიან.
მისი მთავარი მიზანია ციფრული უნარების გაძლიერება, თანამედროვე ვებტექნოლოგიების პოპულარიზაცია და WordPress-ის გლობალურ ეკოსისტემაში საქართველოს ადგილის გამყარება.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო WordPress Foundation-ის სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს უსაფრთხო, მეგობრულ და ინკლუზიურ გარემოს ყველა მონაწილისთვის.

ორგანიზატორთა გუნდის სიტყვებით, ეს მხოლოდ ტექნიკური შეხვედრა კი არა, არამედ ციფრული განათლებისა და თანამშრომლობის კულტურის მშენებლობის დასაწყისია.

ღონისძიება უფასოა და ყველასთვის ღიაა, ხოლო მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა Word Wide Web Intelligence-ისა და Namespace.ge-ს მხარდაჭერით, როგორც მთავარი სპონსორებისა და კონტრიბუტორების. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ღია კოდის განვითარების, ტექნოლოგიური განათლებისა და ადგილობრივი IT ეკოსისტემის გაძლიერების გზაზე.

WordPress თბილისი Meetup აერთიანებს მოხალისეებს, სააგენტოებსა და უნივერსიტეტებს, რომელთაც სჯერათ, რომ ღია ცოდნა ეს არის განვითარების გზა.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

თუ გსურთ, გახდეთ მონაწილე ან პარტნიორი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს.

WordPress თბილისი Meetup – გაზიარება, სწავლა და ზრდა ერთად.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g