ენდოკრინოლოგი, ეკა კუხიანიძე ვიდეომიმართვაში ბევრისთვის ნაცნობ პრობლემაზე საუბრობს. საქმე ეხება მდგომარეობას, როდესაც პაციენტს ყველა ანალიზი ნორმაში აქვს, თუმცა თავს მაინც ცუდად გრძნობს.
ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ კარგი ექიმი არ მკურნალობს ციფრებს ანალიზებში, ის ეძებს პრობლემის მიზეზს:
„ყველა ანალიზი ნორმაში მაქვს, მაგრამ თავს მაინც ცუდად ვგრძნობ ნაცნობია? ყველა ნორმალური ანალიზი არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს, თქვენს ჩივილებს, სისუსტეს, დაღლილობას, უღონობას, წონის მატებას – ყველაფერს აქვს თავის მიზეზი. კარგი ექიმი არ მკურნალობს ციფრებს ანალიზებში, ის ეძებს თქვენი პრობლემის მიზეზს“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
როგორ ვჭამოთ ხინკალი ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ – ექიმი ენდოკრინოლოგი, ეკა კუხიანიძე გვირჩევს
მედიცინის დოქტორი, ეკა კუხიანიძე ამბობს, რომ სწორი კვება არ ნიშნავს მუდმივ შეზღუდვებს, მთავარია დავიცვათ ბალანსი…
