LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

+18 „ტიფლისში“ – ვინ არის ქალი, რომელმაც სექსის სცენა საუკეთესოდ განასახიერა (ვიდეო)

3490

„კიდევ კარგი, მარტო ვუყურებდი“, „ეს სერია სექსით თუ დაიწყებოდა, რას ვიფიქრებდი, წინა სერიაში კი წააპარა ხელი კობიკომ, მაგრამ ასეთი თამამი სცენა არც მიფიქრია“, „ყველაზე მთავარი: ამ ქალს ყველაფერი ბუნებრივი აქვს. ძალიან სექსუალური ქალია“, „სექსის დროს ამდენს ვინ ყბედობს? ეგ დიალოგი მდე/შემდეგ რომ ყოფილიყო, უფრო ბუნებრივი იქნებოდა“, „ამ სახით ვიყავი სახლში, როცა დასაწყისს ვუყურებდი ბებიაჩემთან ერთად“, „ოჯახთან ერთად ვეღარ გვიყურებია კაცს, გაგეფრთხილებინეთ მაინც, ეს რა სცენით დაიწყო, თვალებში ვერ ვუყურებთ ერთმანეთს“, „ჩემები არ უყურებდნენ ტიფლისს,  ეს უნდა ნახოთ, ამაზე მაგარი სერიალი არ არსებობს-მეთქი. პირველად ჩავერთე ტელევიზორში ოჯახთან ერთად და მაინცდამაინც ეს სერია დაიწყო სექსით, დამღუპეთ…“ – აღნიშნავენ „ტიფლისის“ მაყურებლები.

მეოთხე სერია „მოულოდნელად სექსუალურად“ დაიწყო. ციმბირის ციხის უფროსი კობა (მსახიობი მალხაზ აბულაძე), რომელმაც მაყურებელს მეორე სეზონში შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა თავი, სასიყვარულო სცენაშიც ძალიან დამაჯერებლად თამაშობს. მას პარტნიორობას უწევს მსახიობი  ნათია მელაძე. შეიძლება ითქვას, რომ ეს სცენა დამაჯერებლობით ბოლო დროის ქართულ კინოში საუკეთესოა და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა მაყურებლის მხრიდან.

რუსთავის თეატრის მსახიობს, ნათია მელაძეს ექსკლუზიურად დავუკავშირდით კომენტარისთვის. ის რეპეტიციაზე შედიოდა, საღამოს კი სპექტაკლი ჰქონდა, თუმცა კომენტარი მაინც გააკეთა „ფორტუნასთვის“.

ნათია, გვაინტერესებს, გაგიჭირდათ თუ არა სექსის სცენაში მონაწილეობა?

რთული იყო, მაგრამ მსახიობი ვარ და შევასრულე…

უხერხული მომენტი თუ იყო?

რასაკვირველია, იყო ბევრი უხერხულობა და ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსახიობები ვართ და ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია.

სხვათა შორის, აღნიშნავენ, რომ საკმაოდ დამაჯერებელი სცენა იყო…

(იღიმის) მიხარია, თუკი ასეთი გამოხმაურებები აქვს. ღირდა გარისკვად…

 

 

page2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები