LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

92 კილოგრამი დავიკელი, თუმცა ამის გამო თაყვანისმცემლებიც დავკარგე: გიორგი შალვაშვილი საკუთარ მეურნეობას უვლის

388
IMG-0114

გადაცემას „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად“ მუსიკოსი გიორგი შალვაშვილი სტუმრობდა ახალი სიმღერების „უცნაურად მოგეჩვიე“ და „დამიბრუნდი“ პრემიერით.

გიორგი, პირველ რიგში, როგორ გაატარეთ კარანტინი და რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის თვითიზოლაცია?

სიმართლე ვთქვა, პანდემიამ ნაკლებად შემაშინა. თუმცა კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ამიტომ თვითიზოლაციის გამოცხადებისთანავე სოფელში გავემგზავრე და სწორედ იქ გავატარე კარანტინი. სამწუხაროდ, რამდენიმე კონცერტი ჩაიშალა, რაზეც მეც გული დამწყდა და ჩემს მსმენელსაც. ამასთანავე, დაიხურა ჩემი თოჯინების თეატრი, დროებით გადაიდო სპექტაკლები და სტუდიური მუშაობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი აღდგება და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ძალიან დამეხმარა ჩემი მსმენელი, პირველ რიგში ემიგრანტი ქართველები, რომლებიც ყოველდღე მამხნევებდნენ ოპტიმისტური მესიჯებით.

 

იხილეთ გადაცემა სრულად….

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები