LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „ცერემონია იქნება მსოფლიო მასშტაბის“

48

Ardaidardo.Ge
„ოქროს ტალღა ყველასთვის მნიშვნელოვანია. სულ მალე გაირკვევა ვინ მოიპოვებს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიის მთავარ ტიტულს. ამ ცერემონიით უდიდესი საქმე კეთდება. ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობს. ბევრი კარგი მუსიკოსი და უამრავი კარგი სიმღერაა წარდგენილი. პირადად ჩემთვის მთავარია, რომ ეს პრეცედენტი ხდება და ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისთვის, რომ ჩვენ, ახალგაზრდა მუსიკოსებმა საქმე ვაკეთოთ და ჩვენი შრომა დაფასდეს. პირადად მე, ამ სიმღერით, არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია იმისი, რომ გავიმარჯვო. გამიხარდა, რომ ნამდვილად გულით დაწერილი, ჩემი სიმღერა, „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი. მთელი გულით ველოდები, რადგან წინ გრანდიოზული ცერემონია გველოდება. რა შეიძლება ადამიანმა ინატრო, მოცემულ პირობებში, საქართველოში – ვფიქრობ, დიდ საქმეს აკეთებთ. ეს იქნება მსოფლიო მასშტაბის, ასე აღვიქვამ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ანდრია გველესიანმა „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ მისთვის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია დიდი სტიმულია და გამარჯვების პრეტენზია არ გააჩნია.

 

 

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორები არიან კომპანია „თეგეტა მოტორსი“ და “m2 უძრავი ქონება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები