LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ყენია და რატი გაჩეჩილაძე – ამბავი ეკრანს მიღმა

102

Ardaidardo.Ge

ლიზა ყენიასა და რატი გაჩეჩილაძის წყვილი, ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ტანდემია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. ისინი, როგორც თავად ამბობენ, არასდროს ჩხუბობენ, ერთმანეთს უთმობენ და შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თუმცა თავიდან რატის მოეჩვენა, რომ ლიზა ძალიან უჟმური იყო…


ლიზასა და რატის რეპეტიციაზე შევხვდით, სადაც თავიანთ ახალ ცეკვაზე მუშაობდნენ…


ლიზა, პროექტში მონაწილეობა ადვილად გადაწყვიტე?

უსაქმურად ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად. ვკითხულობდი, ერთი წელია, პროექტში არ ვყოფილვარ და რა უბედურებაა-მეთქი. ეს წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ტელეფონზე ზარი გაისმა. შემომთავაზეს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა და ვიყავი უბედნიერესი ამ შემოთავაზებით. დავთანხმდი, შევხვდი გიგი გაჩეჩილაძეს, ნახა როგორ ვცეკავვდი და გადაწყვიტა, რომ მის ძმასთან უნდა მეცეკვა. გამაცნო რატი (იღიმის).


რატი:

ლიზა გამაცნეს, მივესალმე, მაგრამ თავად შეჭმუხნული სახით იდგა და იკითხა, რეპეტიცია როდის გვაქვსო. ვიფიქრე, რა უჟმური გოგოა-მეთქი. თავიდან მეგონა, რომ სულ ჩუმად იქნებოდა და ხმას არ ამოიღებდა, ვიფიქრე, ვაიმე, დედა-მეთქი. ახლა ვარჯიშის დროს ვაჩუმებ ხოლმე ზოგჯერ, ხელით (იცინის).


როგორი გოგოა?

ძალიან ნიჭიერი. მით უმეტეს, ახლა აზარტში შევიდა და გამოაჩინა შრომისმოყავრეობა. თავიდან მონაწილეები ვერ ხვდებიან, ამ პროექტში მონაწილეობა რამხელა შრომას მოითხოვს, შემდეგ კი თავადაც უნდათ ეს ყველაფერი და ბევრს მუშაობენ, ამის გარეშე არაფერი გამოდის. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები