„მგზავრების“ ახალი კლიპი უკვე ინტერნეტსივრცეშია. სიმღერაზე „ვაზი“ ვიდეორგოლი უცხოურმა ჯგუფმა გადაიღო.
როგორც გიგი აღნიშნავს: „ამ სიმღერის ფესვები ჩემს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ვაზი – ეს არის ყურძნის მტევანი. როცა ბაბუაჩემი მასწავლიდა, როგორ უნდა მოვპყრობოდი ყურძენს, სულ მეუბნებოდა – დაიმახსოვრე, ყურძნის ახალი ჯიშის გამოსაყვანად დაახლოებით ათასი წელია საჭირო. ამისი აზრი ისაა, რომ ადამიანები აცნობიერებენ, ამას თავისთვის კი არა, თაობებისთვის აკეთებენ. სიმღერის პირველი სტრიქონი ასეთია – „მე ვარ ვაზი ქართული, წინაპრების დარგული“. ეს სიმღერა ჩემს წინაპრებს მივუძღვენი, ბაბუას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ოჯახები დააფუძნა, ჩვენ კი უბრალოდ, ამ საქმეს ვაგრძელებთ. ყურძნის მტევანი კი სომბოლურია!..“
შეგახსენებთ, რომ „ვაზი“ არის ერთ-ერთი სიმღერა „მგზავრების“ ახალი ალბომიდან „იასამანი“.ვიდეო