LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „ჯერ ვერ გავაცნობიერე, რომ დედა გავხდები…“

270

Ardaidardo.Ge
ნუკი კოშკელიშვილი, მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. წყვილი პირველ შვილს ელოდება. ნუკიც და ბენიც ამ ამბავმა ძალიან გაახარა, თუმცა როგორც ნუკი ამბობს, ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რომ მალე დედა გახდება. წყვილს სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, სადაც ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

 

 

ნუკი:

 

ძალიან უცნაური შეგრძნებაა და ჯერჯერობით ვერ შევეგუე. ვიცი, რომ ვარ ორსულად, ოღონდ კვლავ არ მჯერა. სადღაც მგონია, რომ უბრალოდ, კარგად ნაჭამი ვარ და მეზრდება გარკვეული ადგილები (იცინის). ახლა ბავშვმა მოძრაობა დაიწყო, ოთხი თვის ორსული ვარ და თითქოს მეუბნება, ახლა მშია, ახლა მეძინება, ახლა ადექი, ახლა დაჯექი… პირველი სამი თვე ვერ წარმომედგინა, გინდა, გიხარია, მაგრამ არ წარმოგიდგენია, რომ ეს ხდება შენს თავს. გადავწყვიტეთ, რომ გავიდა საკმარისი დრო და შეგვეძლო, გვეცადა. ისე, როგორც ნებისმიერ წყვილს, მიგვაჩნდა, მოდი, ვცადოთ და თუ გამოვიდა, გამოვიდესო. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ორი-სამი წელი ცდილობდა და შემდეგ გამოუვიდათ. ჩვენ შემთხვევაში უცბადვე გამოვიდა და იყო სასიამოვნო შოკი, თუმცა ჯერჯერობით ვიღაცის შვილი ვარ. ბევრი დედა გამიგებს. ვიღაცის დედა რომ ვიქნები მალე, ჯერ არ ვიცი. იმასაც ვერ შევეგუე, რომ ვიღაცის ცოლი ვარ, ნელ-ნელა ვეგუები.

 

ბენ, როგორი იყო შენი პირველი რეაქცია, როცა გაიგე, რომ ნუკი ორსულად იყო და ახლა რას გრძნობ?

 

უბედნიერესი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში, საუკეთესო ჩემთვის. რა იყო ჩემი პირველი რეაქცია? ვცდილობდით და ვგეგმავდით. როცა გავიგე, ნუკი ორსულად იყო, ჩემი რეაქცია არ იყო უკიდურესი გაკვირვება. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სიხარულისგან დახტის. როცა ფილმებს უყურებ და ნახულობ, როგორი რეაქცია აქვთ, როცა ორსულობის შესახებ იგებენ, მგონია, ეს ზოგჯერ მაინც მაყურებლის გასართობად არის მოფიქრებული. ეს ჩემთვის არ იყო სიურპრიზი, რადგან ნუკის ორსულობა იყო ის, რასაც ვგეგმავდით და ველოდებოდით, ამიტომ ჩემი რეაქცია უფრო მშვიდი იყო. როცა გავიგე ამის შესახებ, ვთქვი: კარგი! (იცინის).

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები