LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: „ქართულ შოუბიზნესში ენთუზიაზმი დაბრუნდა…“

176

Ardaidardo.Ge
ვერიკო ტურაშვილის სამი სიმღერა „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი, აქედან ორი დუეტი და ერთიც სოლოსიმღერა. მომღერალი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „ოქროს ტალღა“ შოუბიზნესის წევრებისთვის სტიმულია.

 

ვერიკო ტურაშვილი:

 

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი სამი სიმღერაა წარდგენილი. სოლოსიმღერა „რომ შემეძლოს“, მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. ვფიქრობ, რომ ეს მის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და მიხარია, რომ მე მერგო შესასრულებლად. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. „თოვს“ არის დუეტი თემო საჯაიასთან, „დეკემბერი“ კი ზურაბ მჟავიას ცნობილი სიმღერაა, რომლის ახალ ვერსიაც მე და კახა კუხიანიძემ შევასრულეთ.

 

„ოქროს ტალღა“ გვაძლევს სტიმულს მომღერლებს, უფრო მეტი ვიმუშაოთ. თქვენი ხათრით დაიწყო ხალხმა სიმღერების ჩაწერა, ქართულ შოუბიზნესში ენთუზიაზმი დაბრუნდა (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები