LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცასა“ და „Take 6“-ის კონცერტზე მსმენელს სიუპრიზები ელოდება

55

Ardaidardo.Ge
მუსიკალური სიურპრიზები „შვიდკაცასგან“ და ამერიკული მრავალი „გრემის“ მფლობელი ჯგუფისგან „Take 6“ „ბლექ სი არენაზე“ 11 აგვისტოს მისულ მსმენელს ნამდილად არ მოაკლდება. დღეს, „საქართველოს“ ბანკის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა ვრცლად ისაუბრეს იმის შესახებ, როგორი იქნება კონცერტი, რომელიც „შვიდკაცას“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება.

 

როგორც ანსამბლის წევრმა და მენეჯერმა, გიორგი ლომთათიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, კონცერტი გაიხსნება იმ სიურპრიზით, რომელიც ბიჭებმა მაყურებელს მოუმზადეს და ეს არის ის, რითაც მათი შეხება მუსიკასთან დაიწყო. „შესაძლოა, ამ ამპლუაში დავრჩეთ კიდეც. ნიკოლოზ რაჭველს უკვე მოვასმენინეთ და მგონი, მოეწონა“, აღნიშნა ღიმილით გიორგიმ პრესკონფერენციაზე.

 

ნიკოლოზ რაჭველმა ჟურნალისტებს „ჩექ ინ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გაუზიარა და შენიშნა, რომ ძალიან მოსწონს ის კონცეფცია, რომელსაც პროექტი ამ ბოლო დროს მიჰყვება და ეს არის კოლაბორაციები ქართველ და უცხოელ არტისტებს შორის. „ჩექ ინ ჯორჯია“, მისი თქმით, არა მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების საქართველოში „დაჩექინებას“ ემსახურება, არამედ ახლა უკვე მათ ქართველ არტისტებთან ერთად კოლაბორაციებსაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში არენის სცენა დაეთმოთ ქართველ ვარსკვლავებს. როგორც იი~ცით, ჩვენს დარბაზს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროსი განვითარებისთვის. ვფიქრობთ, საუკეთესოა სინტეზური კონცერტები უცხოელ ვარსკვლავებთან და წლევანდელი ზაფხული მუსიკალურ ექსპერიმენტებს ეთმობა. „შვიდკაცასთან“არაერთი „გრემის“ მფლობელი ჯგუფი ჩამოდის სტუმრად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიჭები დაგვთანხმდნენ ამ პროექტზე. ეს ყველაფერი არ შედგებოდა ნიკოლოზ რაჭველის გვერდზე დგომის გარეშე და ასევე მინდა აუცილებლად ვახსენო ჩვენი საუკეთესო პროექტების რეჟისორი, ბასა ფოცხიშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივად დაინახა არენის შესაძლებლობები. უკვე ვხედავ, როგორი საინტერესო იქნება ეს კონცერტი როგორც მუსიკალურად, ასევე ვიზუალურად.

 

პრესკონფერენციის ბოლოს „შვიდკაცამ“ ჟურნალისტებს სიუპრიზი შესთავაზა და Take 6-ს ერთ-ერთი კომპოზიცია “Amen“ შეასრულა, დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორი საინტერესო კონცერტი ელოდება წინ მაყურებელს 11 აგვისტოს.

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები