LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

249
მიხეილ ცაგარელი

ეცადეთ მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან სწორედ დღეს გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეების წარმატებით დასრულების საუკეთესო შანსი.

საქმეების მმართველი პლანეტის – მარსის 23 მარტამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას და ორიგინალურობას, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას, სიჯიუტეს და სიზარმაცეს გააძლიერებს.  

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და უმიზეზოდ გაბრაზება.

ოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარდგენა. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების და გარიგებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და თაფლით. არ ღირს თვალების გადაღლა. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები –  წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სარდიონი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ კუროს, თევზებს და მერწყულს, რადგან ძალიან გაუჭირდებათ ემოციების გაკონტროლება მოზღვავებული ბრაზისა და აგრესიის ფონზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები