საფრანგეთის სამინისტროების წარმომადგენლები სურვილის შემთხვევაში შეძლებენ, რომ 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, წერს გამოცემა LE monde.
ექსპერიმენტი ყველა სამინისტროში ჩატარდება. მიუხედავად დღეების შემცირებისა სახელმწიფო მოხელეებს კვლავინდებურად 35 საათი მოუწევთ მუშაობა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 17:00 საათამდე მუშაობის ნაცვლად მათ შეეძლებათ რომ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით იმუშაონ, ოღონდ 8:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ოთხდღიანი სამუშაო კვირის ანალოგიური სქემები მოქმედებს სხვა ევროპულ ქვეყნებშიც (მაგალითად ესპანეთში) და დამატებითი დასვენების დღე ადამიანებსა ოჯახთან მეტი დროის გატარების საშუალებას, ასევე საკუთარი თავისთვის მეტი დროის დათმობის შესაძლებლობას აძლევს.