LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

0 ვარსკვლავი 5-დან: Renault Sandero-მ კრაშ-ტესტი ვერ ჩააბარა

107
0 ვარსკვლავი 5-დან Renault Sandero-მ კრაშ-ტესტი ვერ ჩააბარა

Renault Sandero-მ კრაშ-ტესტი ჩააფლავა. ცდები ჩაატარა დამოუკიდებელმა ორგანიზაცია LatinNCAP-მა, რომელიც ლათინური ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების დატესტვითაა დაკავებული. ამჯერად ტესტებში მონაწილეობა მიიღო Renault Sandero-მ რომელიც ბრაზილიის, არგენტინის და კოლუმბიის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. სამწუხაროდ, მოდელმა შესაძლო 5 ვარსკვლავიდან ვერც ერთი ვერ აიღო. ავტომობილს ვერ დაეხმარა 4 უსაფრთხოების ბალიშიც, რომელიც საბაზისო აღჭურვილობის სიაშია შესული.

LAtinNCAP-ის პასიური უსაფრთხოების ტესტები მოიცავს წინა მხრიდან დაჯახებას, ბარიერთან დაჯახებას, ასევე ქვეითების უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა ერთი დღით ადრე Renault Logan-იც შეამოწმეს და მის შემთხვევაშიც, ავარიის შემდეგ არც მძღოლს და არც მგზავრებს გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები