LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელ იანვარს „Spacehall“ David August-ს უმასპინძლებს

55

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გაახარებთ ის ამბავი, რომ საქართველოში ცნობილი დიჯეი David August ჩამოვა. ის 1-ელ იანვარს საკონცერტო სივრცეში „Spacehall“ დაუკრავს. საღამო 23 საათზე დაიწყება.

თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი DJ და პროდიუსერი. მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა, პირველი რემიქსი 17 წლის ასაკში გამოუშვა, იმავე წელს გამოვიდა მისი პირველი მიქსი – Praha (Stil vor Talent).

საერთაშორისო აღიარება ჰამბურგის ცნობილ ლეიბლ Diynamic-ზე გამოშვებულმა მიქსმა Instant Harmony და მომდევნო წლებში გამოცემულმა ტრეკებმა Hamburg is for Lovers (2011) და You Got to Love Me (2012) მოუტანა.

2013 წელს, კონცეპტუალური ალბომის Times გამოშვების შემდეგ უფრო მეტად გადაერთო ინსტრუმენტულ მუსიკაზე და აქტიურად დაიწყო შესრულებისას საკუთარი ვოკალის გამოყენება. ლაივპერფორმანსების სერიამ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, 2014 წელს ონლაინ გამოცემა Resident Advisor-მა საუკეთესო ლაივშემსრულებლების ხუთეულში შეიყვანა, ხოლო ჟურნალმა „ბილბოდრმა“ მას „ჰაუსმუსიკის ყველაზე ნათელი იმედი“ უწოდა.

2015 წლიდან David August კიდევ უფრო მეტად გადაერთო ლაივინსტრუმენტულ მუსიკაზე, ის ბერლინის XJazz Festival-ზე ინსტრუმენტულ ჯგუფთან ერთად წარდგა, სახელწოდებით David August & Ensemble. იმავე წელს ვიხილეთ მისი კოლაბორაცია გერმანიის სიმფონიურ ორკესტრთან.

David August-ის შემოქმედება მრავალფეროვანი, ჰარმონიული და მელოდიური მუსიკალური თემებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები