LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 კვირის შემდეგ საწვავი გაძვირებას დაიწყებს

99

დიდი ალბათობით ერთ კვირაში საქართველოში საწვავი გაძვირდება. ცვლილება, სავარაუდოდ, 5-10 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, გაძვირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ საერთაშორისო ფასების გამო მოუწევთ. კომპანიები ამჟამინდელი ფასის დაჭერას ჯერჯერობით ძველი მარაგის საშუალებით ახერხებენ.

დღევანდელი მდგომარეობით არაბრენდირებულ სადგურებში საწვავის ფასი 1.30 ლარს შეადგენს, ხოლო ბრენდირებულ სადგურებში საწვავის ფასი 1,35-დან 1,39 ლარსშეადგენს. თუმცა ექსპერტები უახლოვეს ერთ კვირაში ფასების ზრდას ვარაუდობენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალიაშვილის ინფორმაციით, საწვავის გაძვირება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, კონკრეტულად რამდენ ხანს შეძლებენ კომპანიები არსებული ფასის შენარჩუნებას, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

თუმცა, 1 კვირის შემდეგ საწვავზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი, ეს კი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების შედეგია.

”უცხოურ ბაზარზე საწვავი ძვირდება და თუ ეს ტენდენცია არ შეიცვლება ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება ქართველ იმპორტიორებსაც მოუწევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებული ფასი აუცილებლად გადაიხედება და ეს კლკებისკენ არ იქნება მიმართული” – აცხადებს ნავთობკომპანია ”სენტას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე. (იხილედ ვრცლად)

 

წყარო: www.resonancedaily.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები