10 აგვისტოს რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, ღონისძიება ბათუმში, კლუბში „სოჰო“ შედგება. კონცერტის დასაწყისი 23:00 საათი გახლავთ.
რუსას ცნობილ ჰიტებს ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერლები შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: რუსა მორჩილაძე, ლელა წურწუმია, სოფო ხალვაში, დუეტი ჯორჯია, აჩიკო მეფარიძე, სოფო ნიჟარაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, დათო ფორჩხიძე, თამთა ჭელიძე. ღონისძიებას ხატია შამუგია წაიყვანს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge