30 ივლისამდე სულ ცოტა დრო რჩება. ქართველი მაყურებელი მალე იხილავს კრისტინა აგილერას, რომელიც „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული შოუთი გახსნის. ჩვენ შევკრიბეთ 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მუსიკოსის კარიერიდან, რომელმაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა მის ცხოვრებაში.
კრისტინა აგილერასთვის წარმატების ფორმულა აღმოჩნდა „მიკი მაუსის კლუბი“. 1991 წელს აგილერას ასაკის გამო კლუბში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს. ორი წლის შემდეგ კი ის ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ბრიტნი სპირსთან და რაიან გოსლინგთან ერთად უკვე სცენაზე მღეროდა. კლუბი მალევე დაიხურა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, დამწყები მომღერლებისთვის კარიერული გზა გაეკვალა.
ლეგენდარული ჰიტის, Genie in a Bottle -ის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე კრისტინა აგილერამ ჩაწერა სიმღერა დისნეის ანიმაციური ფილმისთვის Mulan. სიმღერა Reflection, რომელსაც მაშინ ბევრისთვის უცნობი აგილერა ასრულებდა, ოქროს გლობუსის ნომინანტი გახდა წლის საუნდტრეკის კატეგორიაში.
სიმღერა Genie in a Bottle ნამდვილად გარდამტეხია კრისტინას კარიერაში.1999 წელს გამოსული ეს ჰიტი Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა და 5 კვის მანძილზე არ ჩამოსულა წამყავნი ჩარტის სათავეებიდან. აგილერა ამ სიმღერით “გრემიზეც” წარადგინეს, საუკეთესო პოპ-ვოკალისტის ნომინაციაში.
200 წელს კრისტინა აგილერა პირველად გახდა “გრემის” მფლობელი საუკეთესო ქალი არტისტის ნომინაციაში.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი კრისტინა აგილერას ცხოვრებაში გახდა საოცარი ტრანსფორმაცია სიმღერისთვის Lady Marmalade, რომელიც აგილერამ ლილ ქიმთან, ფინქთან და მიასთან ერთად შეასრულა. მოულოდნელად ქერა ლამაზმანი „მულენ რუჟის“ გმირის ამპლუაში მოგვევლინა, ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკისთვის. ოთხეულის ცოცხალი შესრულება “გრემიზე” ერთ-ერთი საუკეთესოა მუსიკოსების კარიერაში. სიმღერამ “გრემი” საუკეთესო კოლაბორაციისთვის მიიღო, ასევე, MTV Video Music Award-ის პრიზიც დაიმსახურა. თავად სინგლი BillboardHot 100-ის სათავეში 5 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
კრისტინა აგილერას კიდევ ერთი ტრანსფორმაცია ვიხილეთ 2002 წელს, როცა მომღერალმა ალბომი Stripped გამოუშვა. საყვარელი გოგონას იმიჯის მქონე აგილერა სექსუალურ ქალად გადაიქცა.
უდავოდ გარდამტეხი აღმოჩნდა კრისტინა აგილერასთვის თანამშრომლობა ცნობილ როკ-მომღერალთან და კომპოზიტორთან, ლინდა პერისთან. სწორედ ლინდაა ავტორი პოპდივას ისეთი ჰიტებისა, როგორიცაა Beautiful, Candyman, Hurt და Lift Me Up. ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სიმღერა Beautiful, რომლითაც მუსიკოსმა LGBT საზოგადოების პრობლემები წამოწია და რომელიც საოცრად კარგად ავლენს მის ვოკალურ შესაძლებლობებს.
2010 წელს შედგა კრისტინა აგილერას კინოდებიუტიც მიუზიკლში „ბურლესკი“. ფილმში აგილერას პარტნიორი ლეგენდარული შერი გახლდათ. ისტორია ორი ამბიციული მუსიკოსის შესახებ ხალხმა მალე აიტაცა. სიმღერა მიუზიკლიდან You Haven’t Seen the Last of Me ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა
კინოდებიუტის შემდეგ კრისტინა აგილერა სატელევიზიო ეთერში ინაცვლებს. 2011 წელს ის პოპულარული მუსიკალური შოუს The Voice-ის მწვრთნელი ხდება
სატელევიზიო შოუებით დაკავებულმა აგილერამ რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი Lotus 2012 წელს გამოუშვა. აქაა სხვადასხვა ჟანრში შესრულებული სიმღერები, დაწყებული დენს-პოპიდან, დასრულებული რომანტიკული ბალადებით. ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მეშვიდე პოზიციაზე მოექცა.