უცხო ქვეყანაში მოხვედრილი მძღოლი ადგილობრივმა საგზაო მოძრაობის წესებმა შეიძლება ძალიან დააბნიოს. ევროპელებისთვის ამერიკული მოძრაობის წესები ძალიან რთულად აღსაქმელია. დიდი მაგისტრალები უამრავი მოსახვევით, გრძელი გზატკეცილები და საგზაო ნიშნები, საკმაოდ რთული გასაგებია უცხო თვალისთვის.
თითოეულ ქვეყანას თავისი დამახასიათებელი მოძრაობის წესები აქვს. შესაბამისად, თუ თქვენ სამოგზაუროდ ავტომობილით მიემგზავრებით, კარგი იქნება თუ წინასწარ განსაზღვრავთ მარშრუტს და გასავლელი ქალაქების მოძრაობის წესებს გადახედავთ. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ პრობლემებს.
ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აწარმოებს სტატისტიკურ კვლევებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი ინფორმაცით ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 100 000-მდე ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევით.
სწორედ ეს ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას ქვეყნების შესახებ, სადაც ყველაზე ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს და ამით ხიფათს უქმნიან მოძრაობის სხვა მონაწილეებსაც…
ჩადი (აფრიკა)
აფრიკული ქვეყნის მოსახლეობა 11 მილიონს შეადგენს. მისი ლანდშაფტიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, ავტომობილით გადაადგილება საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიდა გზები არც თუ ისე დიდია, ამ ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე ხშირად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.
ომანი
ეს პატარა ქვეყანა არაბეთის მახლობლად მდებარეობს და მას სულთანი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ გზების პრობლემა აქ ნაკლებადაა, მოსახლეობა მაინც ხშირ-ხშირად არღვევს დაწესებულ მოგზაობის ნორმებს.
გვინეა-ბისაუ
სენეგალთან ახლოს მდებარე გვინეა-ბისაუ, აფრიკული ჩადის მგავსად საკმაოდ რთულად გადასაადგილებელი ქვეყანა გახლავთ. ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონამდე ადამიანისგან შედგება. თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქვეყანად ითვლება ავტოსაგზაო შემთხვევების პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
ერაყი
ერაყის ამ სიაში მოხვედრა სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესების დასაცავად ნამდვილად არ აქვს დრო.
ნიგერია
აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა ნიგერია, სადაც 250 ნაციონალობის ადამიანი ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. მუდმივი საცობები და არასწორი მანევრები, ამ ქვეყნის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა კი მოსახლეობისთვის თითქმის შეუმჩნევლად გადაიქცა.
ირანი
გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ერაყის მსგავსად ირანშიც საკმაოდ დაძაბული შიდა პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, საგზაო წესები აქაც სრულიად უგულებელყოფილია და მოსახლეობა წესების დასაცავად თავს ნაკლებად იწუხებს.
ვენესუელა
ვენესუელის საგზაო პრობლემები მოძველებულ ავტოპარკს უკავშირდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ თბილი და ტენიანი ჰაერის პირობებში ავტომობილების გამავლობა საგრძნობლად იკლებს. შესაბამისად ვენესუელაში მოხვედრიდან 3-5 წელიწადში, ავტომობილი სრულიად შესაცვლელი ხდება. თუმცა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, მოძველებული ავტოპარკითაც შესაძლებელია, მაგრამ მოსახლეობა ნაკლებად აქცევს ყურადღებას მსგავს პრობლემებს…
ტაილანდი
ტაილანდი ერთ-ერთი ყველაზე მჭირდოდ დასახლებული ქვეყანა გახლავთ. შესაბამისად, ქუჩებში ფეხით გადაადგილებაც კი ჭირს. რაც შეეხება სააგზაო მოძრაობას და ნიშნებს, აქ ყველაფერი არც ისე ადვილი გასათვალისწინებელი და შესასრულებელია…
დომინიკის რესპუბლიკა
სტატისტიკის მიხედვით, დომინიკის რესპუბლიკაში საგზაო მოძრაობის წესების დაცვას არავინ არ ცდილობს. აქ ფაქტიურად არ არსებობს შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ქვეითთა გადასასვლელები და სხვა…
ნიუე
ეს კუნძული წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ახალი ზელანდიიდან 2400კმ-ში. კუნძულის მოსახლეობა არც თუ ისე ბევრია, მაგრამ სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტად სწორედ ნიუეში არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.